ბოლო წამზე დამარცხებული ამერიკა!!

სიახლეები / სხვა სახეობები / რაგბი 27-ნოე, 16:019 Sportnews 1371 1





სულ ახლახანს დასრულდა შეხვედრა საქართველოს და ამერიკის ნაკრებს შორის. ქართველმა რაგბისტემბა დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წამზე მოიპოვეს გამარჯვება, ანგარიშით 19:17.

შეხვედრის ძალიან დაძაბული იყო, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ჩვენმა ბორჯღალოსნებმა გამარჯვების ლელო შეხვედრის უკანასკნელ წამზე დადო, რასაც გამარჯვების მომტანი 2 ქულიანი რეალიზაცია მოჰყვა კვირიკაშვილის შესრულებული.

შეხვედრაში პირველად ორი გარდასახვით საქართველოს ნაკრები დაწინაურდა 6:0 , მაგრამ შემდეგ ამერიკის ნაკრებმა შეხვედრა მთლიანად შეცვალეს და როგორც შეგახსენეთ, ისინი ბოლო წუთამდე 5 ქულით გვიგებდნენ.

შეხვედრის გმირი კი უდავოდ ჩვენი გამოცდილი მეათე ნომერი მეკო კვირიკაშვილია, რომელიც ცვლილებაზე გამოვიდა მოედანზე, მან ჯერ დაახლოებით ცენტრის შუა ხაზიდან გარდასახვა გამოიყენა, რასაც ქართველი ქომაგი დიდი აჟიოტაჟით შეხვდა, ამის შემდეგ კი მან ბოლო წუთზე ბრწყინვალე გადაცემით თავის თანამემამულეს ლექსო გუგავას ჯერ ლელო გაატანინა, შემდეგ კი როგორც მოგახსენეთ რეალიზაცია გამოიყენა.

ახლა წარმოუდგენელ ემოციებში ვიმყოფები და ყველა ქართველი ქომაგი ვინც შეხვედრას თვალი მიადავნა ჩემნაირ მდგომარეობაში, შეხვედრის სტატისტიკას კი მოგვიანებიტ მოგახსენებთ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Sportnews 27-ნოე, 16:03

რა მაგრად მოვიგეთ, მაგრამ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც მომავალში აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ, თორემ ასე აღარ გაგვიმართლებს 8 888888
კომენტარის დატოვება






რეკლამა