დღის ახალი ამბები

არანაირი ტრანსფერი - რეალური მიზეზი, თუ რატომ არ იყო კვარაცხელია რუბინის განაცხადში

არანაირი ტრანსფერი - რეალური მიზეზი, თუ რატომ არ იყო კვარაცხელია რუბინის განაცხადში

 ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინის განაცხადში აღარ არის - აღნიშნული ფაქტი ქართულმა და რუსულმა წყაროებმა აქტიურად დაუკავშირეს კვარას შესაძლო ტრანსფერს.

ამის გამო, რუსული კლუბი იძულებული გახდა ოფიციალური კომენტარი გაეკეთებინა:

'ხვიჩა ტრავმის შემდეგ მკურნალობს. ის განაცხადიდან იმიტომ ამოვიღეთ, რომ მის ნაცვლად მონტასარ ტალბი შეგვეყვანა. როგორც კი კვარაცხელია განიკურნება, განაცხადში კვლავ შევიყვანთ.' - განაცხადა რუბინის პრესსამსახურმა რბ სპორტთან საუბარში.

როგორც ირკვევა, კვარაცხელიას განაცხადიდან ამოღება შესაძლო ტრანსფერს არ უკავშირდებოდა.




გაზიარება
მოინახულეს 1 295-ჯერ
კომენტარები
რეკლამა