ევროპის ჩემპიონატმა საქართველოს 33 მილიონი მოუტანა

ევროპის ჩემპიონატმა საქართველოს 33 მილიონი მოუტანა

17-07-2017, 13:41

საქართველოში 2017 წლის 19 წლამდე ჩემპიონატი დასრულდა, უნდა ითქვას, რომ ჩემპიონატი, რომელიც 2 ივლისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდა მართლაც წარმატებულად ჩატარდა და შეფასდა.

ორგანიზაციის მხრივ ჩვენ ქვეყანას არანაირი პრობლემა არ ჰქონია, თავის მხრივ გულშემატკივრებმაც საკმაოდ იაქტიურეს აღნიშნულ ტურნირზე და დასწრების მხრივ მართლაც გამორჩეული ახალგაზრდული ჩემპიონატი მივიღეთ. გამოსაყოფია მაინც საქართველო-ჩეხეთის შეხვედრა, სადაც 25 ათასი გულშემატკივარი დაესწრო, ერთადერთი დასანანი და სამარცხვინო ფაქტი, სწორედ ამ მატჩზე დაფიქსირდა, როდესაც მაყურებელმა მთავარ არბიტრს მობილური ტელეფონი ესროლა.

სპორტული კუთხით ჩემპიონატი მართლაც კარგი გამოვიდა, საინტერესოა ფინანსურად როგორ ისარგებლა ჩვენმა ქვეყანამ ამ ტურნირის მასპინძლობით. ამის შესახებ კომენტარი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გააკეთა.

'უეფამ ჩვენი ტურნირი წარმატებულად შეაფასა , გარდა სპორტული თვალსაზრისით, ჩვენ ეკონომიურადაც საკმაოდ ვიხეირეთ, ქვეყანას აღნიშნული ჩემპიონატის მასპინძლობა 10 მილიონი ლარი დაუჯდა, მოგება კი 33 მილიონი ლარი ნახა, ამას ემატება სხვადასხვა სტუმრების დახარჯული ყოველდღიური თანხები, ფაქტია ჩვენ ქვეყანაში სპორტული ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანი და შეგვიძლია ეს შემოსავლის წყაროდაც გავხადოთ"-აცხადებს ტარიელ ხეჩიკაშვილი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით