მანჩესტერმა მოიგო - ლუკაკუმ სადებიუტო გოლი გაიტანა [ვიდეო]

მანჩესტერმა მოიგო - ლუკაკუმ სადებიუტო გოლი გაიტანა [ვიდეო]

18-07-2017, 08:55

დღეს დილით გამთენიისას "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, ინგლისელები სოლტ-ლეიკ-სიტიში ადგილობრივ „რეალს“ შეხვდა და ანგარიშით 2-1 მოუგო.

შეხვედრაში პირველი გოლი ამერიკელებმა გაიტანეს, მაგრამ ჟოზე მოურინიოს გუნდმა ჯერ 29-ე წუთზე ჰენრიხ მხითარიანის გოლით გაათანაბრა ანგარიში, ხოლო პირველივე ტაიმში გამარჯვების გოლი გაიტანა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალწვეულმა რომელუ ლუკაკუმ. ბელგიელისთვის ეს იყო სადებიუტო გოლი ახალ გუნდში.

აღსანიშნავია, რომ მატჩის 67-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს ანტონიო ვალენსია.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით