ლონდონის ჩელსის მორატას ტრანსფერი 80 მილიონი ევრო დაუჯდა

სიახლეები / ფეხბურთი / ტრანსფერები 19-ივლ, 23:349 Sportnews 1021 0






დღეს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ მადრიდის "რეალის" ფორვარდი ალვარო მორატა კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს.

ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი 'რეალის" აღზრდილია, მაგრამ მორატას არ აკმაყოფილებდა გუნდში სათამაშო დრო და ამიტომ "სამეფო გუნდის" დატოვება გადაწყვიტა.

"რეალს" აქამდე ორი წლით ჰყავდა ალვარო "იუვენტუსში" გაშვებული და გასულ სეზონში ესპანელი 30 მილიონად დაიბრუნა, ალვარომ მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო დაბრუნების შემდეგ გუნდში და კვლავ წასვლა გადაწყვიტა. საინტერესოა, თუ ფინანსურად როგორ იხეირა "სამეფო გუნდმა" ამ ტრანსფერით.

როგორც ინფორმაცია ვრცელდება "ჩელსიმ" მორატას სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადა. ამ ტრანსფერით, ესპანელი ფეხბურთელი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულიან ტოპ 10 ტრანსფერში შევიდა და მეშვიდე ადგილი დაიკავა.

მიუხედავად, იმის, რომ მორატა "რეალის" ძირითადის ფეხბურთელი არ იყო მან გასულ სეზონში ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაში მისი წილი საკმაოდ დიდი იყო, ამიტომ ფაქტია ესპანელი დააკლდება "სამეფო გუნდს". ჯერ უცნობია თუ ვინ ჩაანაცვლებს მორატას "რეალში".



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018