მანჩესტერული დერბი "იუნაიტედმა" მოიგო - ლუკაკუ კვლავ იტანს

მანჩესტერული დერბი

21-07-2017, 10:29

სამ ქვეყანაში მიმდინარე საერთაშორისო თასის მორიგი შეხვედრა გაიმართა ჩვენი დროით დღეს გამთენიისას ჰიუსტონში, სადაც ერთმანეთს ორი მანჩესტერული გუნდი "სიტი" და "იუნაიტედი" ხვდებოდნენ.

შეხვედრა ჟოზე მოურინიოს გუნდის გამარჯვებით 2-0 დასრულდა, კვლავ გაიტანა გოლი "წითელი ეშმაკების" ახლად შეძენილმა ფორვარდმა ლუკაკუმ, მეორე გოლის ავტორი კი რაშფორდი გახლავთ.

გუნდების შემადგენლობა ასეთი იყო

იუნაიტედი: დე ხეა (რომერო, 46), ვალენსია (ფოსუ-მენსა, 77), ლინდელოფი, სმოლინგი (ჯონსი, 46), ბლინდი (დარმიანი, 46), ანდერ ერერა (ფელაინი, 62), პოგბა, რეშფორდი (მარსიალი, 62), მხითარიანი (კერიკი, 62), ლინგარდი (პერეირა, 78), ლუკაკუ.

სიტი: ედერსონი, ადარაბიოიო (ოტამენდი,, 46), კომპანი (მანგალა, 46), ფერნანდინიო, ტურე (სტოუნზი, 46), უოკერი, ფოდენი (ზინჩენკო, 74), დე ბრუინი (გაბრიელ ჟესუსი, 46), სტერლინგი (სანე, 46), აგუერო (ნასრი, 46), რობერტსი (დიასი, 46).

იხილეთ მატჩის მიმოხილვა

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით