მანჩესტერ იუნაიტედის 40 მილიონიანი შეთავაზება "ბაიერნს"

მანჩესტერ იუნაიტედის 40 მილიონიანი შეთავაზება

21-07-2017, 19:38

"მანჩესტერ იუნაიტედმა" დღეს გამთენიისას საერთაშორისო ამხანაგური ტურნირის ფარგლებში "სიტი" 2-0 დაამარცხა, შეხვედრაში გოლები ლუკაკუმ და რაშფორდმა გაიტანეს. მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიო კმაყოფილი იყო გუნდის თამაშიც, თუმცა მას ერთი პრობლემა აწუხებს.

პორტუგალიელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ მისი გუნდი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ დაკომპლექტებული და ახალი ფეხბურთელები სჭირდება. ამიტომ ინგლისური გუნდი "ბაიერნიდან" ცდილობს ფეხბურთელის ყიდვას.

საქმე ჟოზე მოურინიოს თანამემამულეს რენატო სანჩეს ეხება, ახალგაზრდა ფეხბურთელში "მანჩესტერი" მზად არის 40 მილიონი ევრო გადაიხადოს. რენატოს შეძენით ასევე "მილანია" დაინტერესებული. 19 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში "ბაიერნმა" 31.5 მილიონად იყიდა.

მიმდინარე ზაფხულის სატრასფერო პერიოდში "მანჩესტერმა" უკვე ორი ფეხბურთელი იყიდა: ლუკაკუ (85 მილიონი) და ლინდელოფი (35 მილიონი).

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით