ოფიციალურად: ჯაბა კანკავამ გუნდი გამოიცვალა!

ოფიციალურად: ჯაბა კანკავამ გუნდი გამოიცვალა!

26-07-2017, 13:33

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "რეიმსის" ა.წ უკვე ყოფილი ნახევარმცველის ჯაბა კანკავას შესახებ ინფორმაციას, კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

გადაწყვეტილია, რომ ქართველი ფეხბურთელი, მომავალი სეზონიდან, გუნდს გამოიცვლის და მას "რეიმსის" რიგებში ვეღარ ვიხილავთ.

ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ჯაბა, თუმცა დიდი შანსია, რომ კვლავ საფრანგეთის ლიგა 1–ში დარჩეს.

აქვე გეტყვით, რომ ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ფრანგული კლუბის რიგებში 47 მატჩი ჩაატარა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით