ავსტრიამ საქართველოს ნაკრები დაამარცხა!

ავსტრიამ საქართველოს ნაკრები დაამარცხა!

30-07-2017, 14:21

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიაში, ქალაქ ობერვარტში ამხანაგური მატჩი გამართა ადგილობრივ ეროვნულ გუნდთან და 10 ქულის სხვაობით - 77:87 დამარცხდა. საქართველოს ნაკრები მეორე პერიოდში 10 ქულას იგებდა, ხოლო მესამეში - 11 ქულით ლიდერობდა, თუმცა ბოლო მეოთხედი 10:22 წააგო და შეხვედრაც დათმო.

საქართველოს ნაკრები ხვალ, 30 ივლისს ლიტვაში გაემგზავრება, სადაც 4 და 5 აგვისტოს ამხანაგურ მატჩებს გამართავს. 4 აგვისტოს ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ლატვიიას შეხვდება, ხოლო 5-ში ან ლიტვას, ანაც პოლონეთს. პოლონეთი და ლიტვა საქართველო-ლატვიის პარალელურად ითამაშებენ და გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან, ხოლო წაგებულები მესამე ადგილისთვის ითამაშებენ.

დღევანდელ მატჩში 22 ქულითა და 8 მოხსნით ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელი გახლდათ, ხოლო გიორგი შერმადინმა 18 ქულა მიითვალა.

ინფორმაციის წყარო: GBF.GE

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით