იტალიის ნაკრების ლიდერი ევრობასკეტს გამოტოვებს

სიახლეები / კალათბურთი / ევრობასკეტი 2017 / უცხოური კალათბურთი 31-ივლ, 16:509 manchester3 1944 0






გუშინ, იტალიისა და ჰოლანდიის ამხანაგურ მატჩში აპენინელთა მთავარმა იმედმა, „ლოს ანჯელეს კლიპერისის“ ახალშენაძენმა სნაიპერმა, დანილო გალინარიმ მარჯვენა, მსროლელი ხელი მოიტეხა და ევრობასკეტს გამოტოვებს.

შემთხვევა ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში მოხდა, როცა ფარიდან ასხლეტილი ბურთისთვის გალინარი და ჰოლნდიელი მოთამაშე, ჯიტო კოკი (დუდა სანაძის გუნდელი „სან დიეგოში“) იბრძოდნენ.

წინასწარი ინფორმაციით გალინარი ამ რთული ტრავმის კვალობაზე ადრიანად მომჯობინდება და „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ ერთად, რომელთანაც ცოტა ხნის წინ 3-წლიანი და 65 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, ახალ სეზონს დაიწყებს, თუმცა სანაკრებო საკითხი ქართველი გულშემატკივრისთვის გადაწყდა: იტალიის კალათბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ გალინარი ევროპის ჩეპიონატზე ვერ ითამაშებს.

გალიანი ძალიან დიდ ძალას წარმოადგენს იტალიის ნაკრებისთვის, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფშია, მისი არ ყოფნა ჩვენთვის ნამდვილად კარგი ამბავია და იტალიის ნაკრებთან საქართველოს შანსებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ინფორმაციის წყარო: GBF.GE



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018