აირჩიეთ გუნდი:

საქართველოს ნაკრების შანსები ევრობასკეტზე!



საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, კიდევ ერთხელ გადის ევროპის ჩემპიონატზე. Esport.ge კი გთავაზობთ სტატიას, სადაც საუბარი იქნება ჩვენი გუნდის შანსებზე, შესაძლებლობებზე და მოლოდინზე.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, როდესაც საკვალიფიკაციოს ლიდერი მონტენეგრო დავამარცხეთ და შესარჩევ ეტაპში პირველი ადგილი დავიკავეთ. შინ წაგებული ორბურთიანი სხვაობის შემდეგ, მეტოქეს, 84:90 ვძლიეთ და პირველ ადგილზე გადავინაცვლეთ.

საქართველოს ნაკრების შანსები ევრობასკეტზე!


მართლაც, რომ მოულოდნელი გამარჯვება იყო, სადაც ყველაზე დიდი წვლილი ჩვენს ლეგიონერ მაიკლ დიქსონს მიუძღვის ,(10–დან 7 სამ ქულიანი). მან, მართლაც არანორმალური შედეგი აჩვენა.

ასევე აღსანიშნავია ზაზა ფაჩულიას თამაში, რომელმაც მონტენეგროს ლიდერს ვუჩევიჩს ზედმეტი მოძრაობის საშუალებაც კი არ მისცა. აღსანიშნავია თითოეული ქართველი კალათბურთელი, რომელთაც დიდი თავდადება გვაჩვენეს და დაგვიმტკიცეს, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება თამაში.

საქართველოს ნაკრების შანსები ევრობასკეტზე!


2017 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები არიან: ლიტვა, გერმანია, უკრაინა, ისრაელი და იტალია. 6 გუნდიდან, 1/8 ფინალში თამაშს მხოლოდ 4 აგრძელებს. გავიხსენოთ 2015 წელი, როდესაც მე–4 ადგილის დაკავება მოვახერხეთ და პლეი–ოფში 4 ბურთიანი სხვაობით დავმარცხდით. მაშინ ეს ყველაფერი, ტურნირის ერთ–ერთმა ლიდერმა, გასული ჩემპიონატის ფინალისტმა, ლიტვამ მოახერხა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ბალტიისპირელებს წელსაც დავუპირისპირდებით, თუმცა ამჯერად ჯგუფურ ეტაპზე.

პირველი შეხვედრა სწორედ ლიტვას წინააღმდეგ გვაქვს, რომლებმაც 2015–ში 85–81 დაგვამარცხა. B ჯგუფის ფავორიტიც სწორედ ისინი არიან, რადგან ევროპის ერთ–ერთი საუკეთესო კალათბურთელებით არიან დაკომპლექტებულნი.

ჩვენს წინააღმდეგ მატჩში აღსანიშნავი იყო მაჩულისის თამაში. მან 34 ქულა ჩაგვიგდო და ფაქტობრივად შეხვედრის გმირი გახდა. რაც შეეხება მეტოქის ლიდერს იონას ვალანჩუნასს, მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ურთულდება ზაზა ფაჩულიას. იმედი გვქონდეს, რომ ეს 2017 წლის ევრობასკეტზე არ მოხდება.

ბოლო შეხვედრიდან გამომდინარე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტები არ ვართ, ჩვენ გვაქვს მაიკლ დიქსონის იმედი. თუ კვლავ ძველებურად მოახერხებს 3–იანების სროლას და ფაჩულია ვალანჩუნასის გაჩერებას, აუცილებლად გავიმარჯვებთ.

საქართველოს ნაკრების შანსები ევრობასკეტზე!


შემდეგი მეტოქე გერმანიაა, რომელთანაც 7 თამაშიდან 3 მოგება და 4 წაგება გვაქ. ისინი ძალიან არაპროგნოზირებადები არიან, მათ შეიძლება ერთი შეხვედრა ჩინებულად ჩაატარონ, ხოლო მეორეში კი საშინელი მარცხი განიცადონ. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაც ჯგუფის ერთ–ერთი ლიდერია შანსები ჩვენ მეტი გვაქვს. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობს FIBA, რომელმაც რეიტინგში უფრო წინ განგვათავსა. მიკერძოებაში არ ჩამოგვართვათ, მაგრამ ვფიქრობ, გერმანიას აუცილებლად დავამარცხებთ.

საქართველოს ნაკრების შანსები ევრობასკეტზე!


შემდეგი მეტოქე ჩვენი მეზობელი უკრაინაა, რომელთანაც იდეალური მაჩვენებელი გვაქვს. ბევრს არ დავწერთ, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ მეტოქესთან გამარჯვების შანსი 90%–ზე მეტია.

საქართველოს ნაკრების შანსები ევრობასკეტზე!


მომდევნო მეტოქე ჯგუფის მასპინძელი ისრაელია. მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგში 3 საფეხურით უკან არიან, საკუთარ კედლებში თამაშობენ და შანსებიც თანაბარია. მათ დანაკლისი არ ჰყავთ, ხოლო ჩვენი გუნდიდან კი ვიქტორ სანიკიძემ გამოტოვებს ევრობასკეტს. ვერ ვიმსჯელებთ თუ ვინ მოახერხებს გამაჯრვებას, რადგან ორივე მართლაც ერთი დონის კლუბია.

საქართველოს ნაკრების შანსები ევრობასკეტზე!


ბოლო მეტოქე იტალიაა, რომლებმაც 8 შეხვედრიდან ყველა მოგვიგეს. "სკუადრა აძურას" წინააღმდეგ არასდროს გაგვიმარჯვია და მათ იდეალური გუნდი ჰყავთ. 2015–ში ლიტვას წინააღმდეგ 1/4 ფინალში ოვერტაიმით დამარცხდნენ, რადგან ძირითადი შედეგი ფრე იყო. მიუხედავად ამისა მათი დანაკლისი ძალიან დიდია, რადგან არ ჰყავთ გუნდის ლიდერი გალინარი, (მან ხელი მოიტეხა და კარიერაც დაასრულა). ასევე დააკლდებათ ბარნიანი და ჯენტილე, შესაბამისად შანსები თანაბარია. შესაძლებელია ჩვენ მეტიც კი გვქონდეს.

დასკვნა:

ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპში, 5 მოწინააღმდეგე გუნდიდან მხოლოდ ერთია ჩვენზე ძლიერი. დანარჩენთან შანსები თანაბარია, ამიტომაც თავისუფლად შეიძლება მეორეზე გასვლა და პირველზე ფიქრი. წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს ნაკრებს და ილიას ზორუსს. ჩვენ გვჯერა ჩვენი ბიჭების!

 
Загрузка...
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

0

846
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

დღის სიახლეები

ოფიციალური გვერდი

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.