მესის ქორწილის სტუმრებმა თავი შეირცხვინეს

მესის ქორწილის სტუმრებმა თავი შეირცხვინეს

3-08-2017, 14:51

როგორც მოგეხსენებათ ლიონელ მესიმ 30 ივნისს არგენტინაში, საკუთარ ქალაქ როსარიოში ანტონელა როკუცოზე იქორწინა, ფეხბურთელმა სტუმრებს სთხოვა, რომ მისთვის საჩუქრები არ ეყიდათ და საჩუქრების ნაცვლად, თანხა ღარიბ ბავშვთა დახმარების ფონდში გადაერიცხათ.

ერთ-ერთი ესპანური გაზეთი დაინტერესდა თუ რამდენი გადარიცხეს 260 სტუმარმა ლიონელ მესის ბავშვთა დახმარების ფონდში, როგორც გაირკვა მთლიანმა თანხმა მხოლოდ 9.5 ათასი ევრო შეადგინა. საშუალოდ ერთ სტუმარზე თუ ვიანგარიშებთ მხოლოდ 36 ევრო გამოდის.

მესი უკმაყოფილო დარჩა ამ ფაქტით, თუმცა ამის შესახებ ფეხბურთელს საჯაროდ არ განუცხადებია და წყენა აშკარად არ გამოუხატავს, აი თავი ვერ შეიკავა ერთ-ერთმა ესპანელმა ცნობილმა წამყვანმა ალეხანდრო ფანტინომ.

""ესენი ნამდვილი მდიდარი ვირთხები არიან. მათ შეეძლოთ გაცილებით მეტი გაეღოთ ღარიბი ბავშვებისთვის"-აცხადებს წამყვანი.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით