დღის ახალი ამბები

"თვითონ დაგვიკავშირდა ხვიჩა და.." - ვის დაეხმარა კვარაცხელია ფინანსურად ?

"თვითონ დაგვიკავშირდა ხვიჩა და.." - ვის დაეხმარა კვარაცხელია ფინანსურად ?

 ბავშვთა საფეხბურთო აკადემია "უქიმერიონი თბილისმა" სოციალურ ქსელში განცხადება განათავსა, სადაც საუბარი აკადემიაში არსებულ ფინანსურ პრობლემებს ეხებოდა.

"უქმერიონი" არის აკადემია, სადაც მომავალი ფეხბურთელები პირველ ნაბიჯებს სრულიად უსასყიდლოდ დგამენ. ამ ეტაპზე საფეხბურთო სკოლაში დაახლოებით 130 ბავშვი ირიცხება, რასაც რა საკვირველია გარკვეული ფინანსები ესაჭიროება.

როგორც აკადემიის ფეისბუქ-გვერდიდან ვიტყობთ, "უქიმერიონი თბილისს" საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის რუბინის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია დაუკავშირდა და ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა. 

ჩვენს ინსტაგრამ გვერდზე, თავისი ინიციატივით, ყველასთვის საყვარელი ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია დაგვიკავშირდა, რომელმაც ძალიან პოზიტიურად შეაფასა ჩვენი საქმიანობა და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა.
ძალიან ბედნიერები ვართ ამ ფაქტით. ხვიჩას მთელი უქიმერიონის სახელით უდიდეს მადლობას ვუხდით და უდიდეს წარმატებებს ვუსურვებთ, - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.




გაზიარება
მოინახულეს 1 885-ჯერ
კომენტარები
რეკლამა