ბოლტის აგენტის აღიარება... რომელ კლუბში ითამაშებს იამაიკელი?

ბოლტის აგენტის აღიარება... რომელ კლუბში ითამაშებს იამაიკელი?

3-08-2017, 15:25

ძალიან ბევრი იწერებოდა იამაიკელ ლეგენდარულ მძლეოსანზე უსეინ ბოლტზე, რომელიც საფეხბურთო კარიერის დაწყებას აპირებს. იგი ერთი პერიოდი ვარჯიშობდა კიდეც "დორტმუნდის" შემადგენლობაში, რაზეც მისმა აგენტმა განცხადება გააკეთა.

"ბოლტი 30 წლისაა და მინიმუმ 4 წელი, კვლავ მოახერხებს ძველებურად სირბილს. იგი 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას მიიღებს, ხოლო შემდეგ რა მოხდება ვნახოთ.

უსეინს 12 გუნდიდან აქვს შემოთავაზება და არ არის გამორიცხული საფეხურთო კარიერა დაიწყოს. მას ძალიან უყვარს სპორტის ეს სახეობა და სულ ფეხბურთზე ლაპარაკობს.

დარწმუნებით არ შემიძლია გითხრათ, რადგან ამას დრო გვიჩვენებს. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ "დორტმუნდი" არაფერ შუაშია. მათ ფეხბურთელებთან ჩემი კლიენტი იმიტომ ვარჯიშობდა, რომ პუმას მფლობელის ახლო მეგობარია",
– აცხადებს ბოლტის აგენტი.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით