აირჩიეთ გუნდი:

ნიკოლოზ ბასილაშვილი მონრეალში ტომაშ ბერდიხს შეხვდება



ორშაბათს, კანადის ქალაქ მონრეალში "მასტერსის" სერიის მორიგი ტურნირი იწყება. გაიმართა ძირითადი ბადის კენჭისყრა და ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე გახდა რეიტინგის TOP 10-ის ყოფილი წევრი, ჩეხი ტომაშ ბერდიხი.

ჩოგბურთელებმა ერთმანეთში შარშან, ვენის ტურნირზე ითამაშეს. ბასილაშვილმა სამ სეტში მოუგო ბერდიხს, რომელიც ბოლო დროს, კარგ ფორმაში შევიდა. ცოტა ხნის წინ, უიმბლდონზე ჩეხი ნახევარფინალამდე მივიდა, ამ კვირას კი ლოს კაბოსის ტურნირზე ითამაშა, სადაც ნახევარფინალში დამარცხდა ავსტრალიელ ტანასი კოკინაკისთან.

რაც შეეხება ბასილაშვილს, მან ბოლო სამ კვირაში სამ ტურნირზე პირველივე წრეში წააგო - ბაშტადში, ჰამბურგსა და კიტცბუელში.

ბერდიხის დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილი მეორე წრეში ესპანელ ალბერტ რამოსს და ჰოლანდიელ რობინ ჰაასეს შორის მოგებულს შეხვდება.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

 
Загрузка...
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

0

418
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

დღის სიახლეები

ოფიციალური გვერდი

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.