6 აგვისტოს ზაზა ფაჩულია საქართველოში ჩამოვა და NBA-ს ჩემპიონთა თასს ჩამოიტანს

6 აგვისტოს ზაზა ფაჩულია საქართველოში ჩამოვა და NBA-ს ჩემპიონთა თასს ჩამოიტანს

5-08-2017, 11:50

NBA –ს პირველი ქართველი ჩემპიონი ზაზა ფაჩულია საქართველოში ხვალ, 6 აგვისტოს ჩამოვა და ჩემპიონთა თასს ჩამოიტანს.

მისმა გუნდმა "Golden State Warriors” ჩემპიონატის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "Cleveland Cavaliers” ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი 19:00 საათზე სასტუმრო „რუმსში“ პრესკონფერენციას გამართავს.

ფაჩულია საქართველოს ნაკრებთან ერთდ, რომელიც ამჟამად ლიტვის საერთაშორისო ტურნირზე გამოდის, ევრობასკეთისთვის მზადებას დაიწყებს.

"ევრობასკეტი 2017" ოთხ ქვეყანაში რუმინეთში, ფინეთში, ისრაელსა და თურქეთში 31 აგვისტო -17 სექტემბერს ჩატარდება.

წყარო : საზოგადოებრივი მაუწყებელი

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით