"რეალმა" "იუნაიტედს" ბეილის სანაცვლოდ ფეხბურთელი მოთხოვა

6-08-2017, 16:36

"მანჩესტერ იუნაიტედი" შეტევაში გაძლიერების მიზნით გამოცდილი თავდამსხმელის ყიდვას აპირებს. არ არის გამორიცხული, რომ მათ გარეთ ბეილი დაიმატონ.

მადრიდის "რეალის" ერთ–ერთი ლიდერი, ადრე სწორედ ინგლისის პრემიერლიგაში ასპარეზობდა. უელსელი "ტოტენჰემის" შემადგენლობაში ირიცხებოდა და გუნდის წამყვანი მოთამაშე იყო.

"სამეფო კლუბთან" ერთად მან ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია, თუმცა ტრამვებმა ხელი შეუშალა. ამას ემატება ისიც, რომ მისი სათამაშო სტილი არ ჯდება ზინედინ ზიდანის გეგმებში. ფრანგ სპეციალისტს ამ პოზიციაზე გუნდში ლუკას ვასკესი ჰყავს.

"წითელ ეშმაკებს" ძალიან მოსწონთ ბეილი, რომელსაც მარცხენა ფლანგზე გაუშვებენ. ანტონიო ვალენსიას და გარეთის დუეტი მართლაც საინტერესო იქნება, რადგან ისინი მსოფლიოს ორი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელები არიან.

ყველაფრის მიუხედავად "იუნაიტედს" ძალიან გაუჭირდება აღნიშნული ტრანსფერის გაოფიციალურება. "მადრიდული გიგანტი" უელსელის სანაცვლოდ დე ხეას ითხოვს. ესპანელი გოლკიპერი შესანიშნავ ფორმაშია და მანუელ ნოიერის შემდეგ მე–2 მეკარეა მსოფლიოში. ვნახოთ რა პასუხი ექნება ამ თემაზე ჟოზე მოურინიოს გუნდს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით