დანი ალვეშის სკანდალური განცხადება ნეიმარის ტრანსფერზე!

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი / ტრანსფერები 06-აგვ, 22:209 manchester3 2478 0






"ბარსელონას" ბრაზილიელი ფეხბურთელის ნეიმარ ჯუნიორის "პარი სენ–ჟერმენში" გადასვლის შემდეგ კატალონიური კლუბის ქომაგებმა დანი ალვეში დაადანაშაულეს.

გულშემატკივრების აზრით სწორედ მარჯვენა მცველმა დაარწმუნა ნეიმარი საფრანგეთში გადასვლაში და ტრანსფერიც მისი ბრალია. დანიმ კი ძალიან განსხვავებული განცხადება გააკეთა. მისი თქმით ყველაფერი პირიქით მოხდა, რამაც უფრო დიდი სკანდალი გამოიწვია ესპანურ გუნდში.

"ნეიმარს ყველაფერი განზრახული ჰქონდა. მან დამარწმუნა, რომ "პარი სენ–ჟერმენში" გადმოვსულიყავი. მართალია აქ მასზე ადრე მოვედი, თუმცა ეს ჩემზე ადრე ჰქონდა გადაწყვეტილი.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ნეიმარის ტრანსფერთან არანაირი კავშირი არ მაქვს",
– აცხადებს დანი ალვეში.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018