საქართველოს გოგონათა ნაკრებმა მესამე შეხვედრაც წააგო

საქართველოს გოგონათა ნაკრებმა მესამე შეხვედრაც წააგო

6-08-2017, 22:36

4 აგვისტოს შედგა ქართველ გოგონათა ნაკრების დებიუტი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, რაც დამოუკიდებელი ქართული კალათბურთისთვის ჯერ-ჯერობით უმაღლესი საფეხურია. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა 18-წლამდელთა ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა ევროპის ჩემპიონატზე და ჰოლანდიასთან 84:50 დამარცხდა.

შემდეგ რუმინეთთან 124:47 განადგურდა და ბოლოს ისრაელთან 77:44. სათამაშო დაგვრჩა 2 მატჩი, თუმცა გასვლის შანსები პრაქტიკულად აღარ გვაქვს. მათი კალენდარი ასეთია:

8 აგვისტო - საქართველო VS შვეიცარია - 16:45
9 აგვისტო - ნორვეგია VS საქართველო - 23:30
(მითითებული თბილისის დრო).

შვეიცარიის დამარცხების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი, ბოლოს წინა ადგილზე გადაინაცვლებს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით