აირჩიეთ გუნდი:

ზაზა ფაჩულიას კომენტარი



NBA–ს პირველი ქართველი ჩემპიონი ზაზა ფაჩულია საქართველოში რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა და სასტუმრო "რუმსში" პრესკონფერენცია გამართა.

მან საქართველოში ლარი ობრაიანის სახელობის ჩემპიონის თასი ჩამოიტანა, რომელიც მისმა გუნდმა Golden State Warriors-მა ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში Cleveland Cavaliers-ის დამარცხებით მოიპოვა.

როგორც ფაჩულია ამბობს, სპორტში იქამდე იქნება, სანამ "გული არ ეტყვის, რომ საკმარისია".

"სანამ ჩემი გული არ მეტყვის, რომ საკმარისია, არ წავალ სპორტიდან. ვცდილობ, ეს სიამოვნება გავიხანგრძლივო. კალათბურთის მერე რას გავაკეთებ, ამაზე ფიქრი დავიწყე. ყოველ ზაფხულს ვცდილობ, ბიზნესის მხრივ კურსები გავიარო. კალათბურთის კარიერა პატარა ასაკში დავიწყე და არ დამცალდა განათლების მიღება, ამიტომ ამ დანაკლისს ახლა ვივსებ.

რაც შეეხება პოლიტიკას, ეს ხმები ჩემამდეც მოვიდა. არანაირი სურვილი არ მაქვს, პოლიტიკაში წავიდე. უნდა აკეთო ის, რაც გსიამოვნებს. არანაირად არ ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ძალით რამის კეთება არ გამოდის", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

ფაჩულია საქართველოს ნაკრებთან ერთად, ევრობასკეთისთვის მზადებას დაიწყებს.

„ევრობასკეტი 2017“ ოთხ ქვეყანაში რუმინეთში, ფინეთში, ისრაელსა და თურქეთში 31 აგვისტო -17 სექტემბერს ჩატარდება.

33 წლის ფაჩულია NBA-ში 2003 წლიდან გამოდის, სადაც ბოლო სეზონამდე „ორლანდოში“, „მილუოკიში“, „ატლანტასა“ და „დალასში“ თამაშობდა. შარშან ზაფხულში, მან არჩევანი ვარსკვლავურ „გოლდენ სტეიტზე“, საკმაოდ დაბალი ხელფასის სანაცვლოდ, მაგრამ საჩემპიონო ბეჭდის მოპოვების იმედად შეაჩერა.

წყარო : imedinews.ge

 
Загрузка...
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

0

554
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

დღის სიახლეები

ოფიციალური გვერდი

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.