მოურინიოს ეტოოს "რეალში" დაბრუნება სურს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 08-დეკ, 18:389 Sportnews 1265 1





"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიოს თავის გუნდში "ინტერის" თავდამსხმელის სამუელ ეტოოს ნახვა სურს, რომელსაც მილანურ კლუბში მუშაობის პერიოდიდან იცნობს. "გალაქტიკოსები" სატრანსფერო ფანჯრის გახსნის წინ შეტევის გაძლიერების გზებს ეძებენ.

ამასთან, ესპანურ გრანდს ალბათ დატოვებს ფორვარდი ქარიმ ბენზემა, რომელიც მადრიდულ გუნდთან შეწყობას ვერა და ვერ ახერხებს. თუ ტრანსფერი შედგა, ეტოო "რეალის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მიმდინარე წელს ამ ტურნირში უკვე "ინტერის" სახელით აქვს ნათამაშები. თუმცა მოურინიო მის გამოყენებას იტალიის ჩემპიონატში აპირებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ეტოოს უკვე მორგებული აქვს წარსულში "რეალის" ფორმა, თუმცა გუნდმა ის გუნდიდად გაუშვა, ამის შემდეგ ეტოოს უკვე ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა "რეალის" პირველ მტერ გუნდში "ბარსელონაში". საინტერესოა მოხდება თუ არა ეტოოს ესპანეთში კერძოდ კი "რეალში" დაბრუნება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

FCB 08-დეკ, 23:05

შანსი არაა... ეტოო რეალში დამბრუნებელი არაა დაავიწყდათ ეტყობა:

madrid cabron salud al campeon
კომენტარის დატოვება






რეკლამა