სასიამოვნო სიახლე ზაზა ფაჩულიას გულშემატკივრებისთვის

სასიამოვნო სიახლე ზაზა ფაჩულიას გულშემატკივრებისთვის

8-08-2017, 11:48

NBA–ს პირველი ქართველი ჩემპიონი და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია რამდენიმე დღის წინ საქართველოში დაბრუნდა და ის ნაკრებს უკვე დღეიდან შეურთდება.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი საქართველოში ისტორიული თასით დაბრუნდა და ქართველ ქომაგს გუშინ სპორტის სასახლეში წარუდგინა. მაგრამ ამ თასზე მეტად ზაზამ ერთი ძალიან სასიხარულო ინფორმაცია ამცნო თავის ქომაგს.

ქართველი კალათბურთელი მეოთხე შვილს ელოდება. ზაზა ფაჩულიას მეუღლე სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე თიკა ალავიძეა. მათ სამი შვილი: დათი, საბა და მარიამი ჰყავთ.

ზაზას მეოთხე შვილი მალე შეეძინება, თუმცა კალათბურთელი ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა, რადგან ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მისი დახმარება სჭირდება.

11 აგვისტოს სპორტის სასახლეში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ შეხვედრაში ჩეხეთს დაუპირისპირდება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით