რამოსი: "მანჩესტერი" ძალიან მაგარი კლუბია"

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 08-აგვ, 16:109 manchester3 390 0






მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა სერხიო რამოსმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩამდე ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა.

"სუპერთასი ყოველთვის საინტერესო ტურნირია, სადაც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს ევროპა ლიგის გამარჯვებული ხვდება. მე ვფიქრობ, რომ ერთმანეთს ორი უძლიერესი კლუბი დაუპირისპირდება.

წიანსწარ ვერაფერს ვიტყვი, რადგან "წითელი ეშმაკები" მებრძოლები არიან. ისინი არაფერს დაგვითმობენ და ბოლო წუთამდე იბრძოლებენ. ანალოგიურს აპირებს "სამეფო კლუბიც", რომელიც მხოლოდ გამარჯვებისთვის გავა მოედანზე.

ახალი სეზონის ტიტულით დაწყება მართლაც დიდი ბედნიერებაა. მაქსიმუმს გავაკეთებთ რათა ეს შევძლოთ"
, – აცხადებს სერხიო რამოსი.





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018