ისკოს მომავალი ოფიციალურად გაირკვა

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი / ტრანსფერები 09-აგვ, 10:099 Sportnews 2031 0





გუშინ უეფას სუპერ თასზე მადრიდის "რეალმა" "მანჩესტერი" 2-1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი "სამეფო გუნდის" მხრიდან ისკომ გაიტანა, ესპანელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. ისკომ შეხვედრის შემდეგ თავის მომავალზეც ისაუბრა.

"ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან და ეს უახლოეს მომავალში მოხდება"

"ჩვენ ვეთამაშებოდით ძლიერ გუნდს, თუმცა ძირითადად შეხვედრას ჩვენ ვაკონტროლებდით და კარგი მატჩი ჩავატარეთ"

"მანჩესტერს" ძალიანი მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, მათ შეხვედრა კარგად დაიწყეს , თუმცა შემდეგ ჩვენ შევძელით ჩვენი თამაშის ჩვენება"

"გასახდელში არის იდეალური ატმოსფერო, ჩვენ ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებთ , ჩვენ გავხდით გამარჯვებების მენტალიტეტის მქონდე გუნდი"

შეგახსენებთ, რომ ისკო "სამეფო გუნდში" 2013 წლიდან თამაშობს და მან უკვე მესამედ მოიგო უეფას სუპერ თასი "სამეფო გუნდთან" ერთად. ისკოს მიმდინარე კონტრაქტი ერთ წელში ეწურება, წინა წლებში არსებობდა ეჭვი, რომ შესაძლოა ფეხბურთელს მადრიდული გუნდი დაეტოვებინა და კონტრაქტი აღარ გაეგრძელებინა, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა დაამტკიცა, რომ ზიდანის კოლექტივის ღირსეული წევრია, ის მოედანზე ატარებს ბევრ დროს, ესპანელი ამით ბედნიერია და "რეალში" დიდ ხანს აპირებს დარჩენას.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018