ქართველის ტრიუმფი, რომელსაც მაიკ ტაისონი და ჰოლიფილდი ესწრებოდა - WBC კატეგორიის ქამარი საქართველოსთვის

ქართველის ტრიუმფი, რომელსაც მაიკ ტაისონი და ჰოლიფილდი ესწრებოდა - WBC კატეგორიის ქამარი საქართველოსთვის

9-08-2017, 13:23

დღეს, თბილისში დაბრუნდება ჩემპიონი პროფესიონალურ კრივში - ნიკოლოზ ღვინიაშვილი და აეროპორტში დახვდება მსოფლიო ჩემპიონი, ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი კანდელაკი .

ნიკოლოზ ღვინიაშვილი WBC Silver International ჩემპიონია. ჩინეთის ქალაქ ვუქსიში გამართულორთაბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა ჩინელი მოწინააღმდეგე დაამარცხა, ის მე-9-ე რაუნდშიტექნიკური ნოკაუტით მოიხსნა ბრძოლიდან.

მისი მეტოქე გახლდათ ჩინელი ჩენგ სუ - რომელსაც პროფესიონალურ რინგზე 12 ორთაბრძოლა ჰქონდა ჩატარებული აქედან 10 მოგებული, 1 წაგება და 1-იც ფრე. ის 28 წლის არის, და ჩინეთის რეიტინგში მე-3-ე ადგილზე დგას 9 ქულით.

ბრძოლა ნიკოლოზის უპირატესობით წარიმართა თავიდანვე , მე-6-ე რაუნდში ძლიერი დარტყმა მიაყენასუ-ს მარჯვენა თვალის არეში , რამაც წარბი გაუხეთქა მას. ჭრილობა პროგრესირებადი იყო დასისხლდენის შეჩერება შეუძლებელი. შესაბამისად მე-9-ე რაუნდის დასაწყიში სუმ ვეღარ შეძლობრძოლის გაგრძელება და WBC silver international ჩემპიონის ტიტული და ქამარი ტექნიკური ნოკაუტით ქართველმა მოიგო.

ეს უდიდესი წარმატება და მიღწევაა. 7 აგვისტოს აღნიშნულ ორთაბრძოლებს ვუქსიში ესწრებოდნენ კრივის ნამდვილი ლეგენდები - მაიკ ტაისონი და ევანდერ ჰოლიფილდი, რომელთაც იხილეს ნიკოლოზის ტრიუმფი. ნიკოლოზ ღვინიაშვილი - პროფესიონალი მოკრივე 27 წლის. 69,900 კგ-მდე წონითი კატეგორია. პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული აქვს 32 ორთაბრძოლა. აქედან 19 მოგება 9 წაგება და 4 ფრე. 15 ბრძოლა ნოკაუტით დაამთავრა. ის საქართველოს რეიტინგში მის წონაში მე-3-ე ადგილზე იყო 13 ქულით. 12 რაუნდიანი სატიტულო ბრძოლა , თანაც ასეთ მნიშვნელოვან ქამარზე მისთვის პირველია. WBC კატეგორიის ქამარი ჯერ არც ერთ ქართველს არ ჩამოუტანია საქართველოში.

ინფორმაციას საქართველოს პროფესიონალური კრივის პრეზიდენტი, გიორგი კანდელაკი ავრცელებს.

წყარო : ipress.ge/

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით