რამოსი: "ბეილის დარჩენა ყველას გვინდა"

რამოსი:

9-08-2017, 17:18

სუპერთასის მატჩის შემდეგ ძალიან ბევრი დაიწერა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის გარეთ ბეილის შესაძლო ტრანსფერზე. როგორც დავინახეთ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჯერ ძალიან ბევრი აკლია "სამეფო კლუბის" დონემდე, ამიტომაც გაძლიერებას კიდევ აპირებს.

მათ შეიძინეს რომელუ ლუკაკუ, ნემანია მატიჩი და ვიქტორ ლინდელოფი. როგორც პორტუგალიელი სპეციალისტი ამბობს, ბოლომდე დაბალანსებისთვის, ნორმალური ვინგერის ყიდვას გეგმავს.

ჯერჯერობით "წითელი ეშმაკები" განიხილავენ ივან პერიშიჩის, კილიან მბაპესა და გარეთ ბეილის ვარიანტებს. სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს, ერთ–ერთ მათგანს დაიმატებენ.

ამ თემასთან დაკავშირებით კი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა სერხიო რამოსმა ძალიან მოკლე განცხადება გააკეთა.

"აგვისტოს თვე ძალიან დიდია, ამიტომაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. "იუნაიტედს" წარამტებებს ვუსურვებ ვინგერის ყიდვაში, თუმცა იმედი მაქვს, რომ ის გარეთ ბეილი არ იქნება. ჩვენ უელსელი ძალიან გვჭირდება", – აცხადებს ესპანელი მცველი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით