დღის ახალი ამბები

თანხას ლაშას მამაც მიიღებს - რა თანხა გადაეცა პრიზის სახით კობა ტალახაძეს ?

თანხას ლაშას მამაც მიიღებს - რა თანხა გადაეცა პრიზის სახით კობა ტალახაძეს ?
27-08-2021, 12:59

საჩხერეში ჩასულ ლაშა ტალახაძეს, რომელიც მშობლიურ მუნიციპალიტეტს თავის მწვრთნელებთან ერთად ეწვია, საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

ლაშას თან საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელი გიორგი ასანიძე და საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიშვილი ახლდნენ.

ტალახაძე საჩხერის მუნიციპალიტეტისგან 10 000 ლარით დაჯილდოვდა. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის პირველ მწვრთნელ კობა ტალახაძეს კი 3 000 ლარი გადაეცა. ლაშამ  და გიორგი ასანიძემ მიიღეს საგანგებოდ მათთვის დამზადებული საჩუქრებიც.

ღონისძიებას Sachkhere Garden-მა უმასპინძლა და ბუნებრივია, ის ყველა კოვიდრეგულაციის დაცვით ჩატარდა.




გაზიარება
მოინახულეს 2 467-ჯერ
კომენტარები
რეკლამა