მოურინიო: "იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებას არ გამოვრიცხავ"

მოურინიო:

10-08-2017, 14:56

როგორც იცით "მანჩესტერ იუნაიტედი" აგვისტოს ბოლომდე, გამოცდილი ვინგერის ყიდვას აპირებს. "წითელი ეშმაკები" განიხილავენ ივან პერიშიჩის, კილიან მბაპესა და გარეთ ბეილის ვარიანტებს. სავარაუდოდ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ერთ–ერთ მათგანს დაიმატებენ.

პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო ბოლომდე არ ენდობა კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელს მარკუს რეშფორდს. იგი განიხილავს 4–4–2 ტაქტიკას, სადაც შეტევაში რომელუ ლუკაკუს მეწყვილე სჭირდება. შესაძლებელია ეს იყოს მადრიდის "რეალის" ერთ–ერთი ლიდერი გარეთ ბეილი, თუმცა უელსელის ტრანსფერის წარუმატებლობის შემთხვევაში, ჯერი ზლატან იბრაჰიმოვიჩზე მიდგება.

"თავდამსხმელს აუცილებლად ვიყიდით, ახლა მხოლოდ შერჩევის პროცესში ვართ. არ გამოვრიცხავ ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდში დაბრუნებას, რომელიც ძალიან გამოცდილი ფორვარდია.

შვედი ჯერჯერობით თავისუფალია აგენტია, ამიტომაც შეთანხმება ბოლომდე არ მიღწეულა. მისი შეძენით ლოს-ანჯელეს "გალაქსიც" ინტერესდება, შესაბამისად საქმე ცოტა რთულადაა",
– აცხადებს ჟოზე მოურინიო.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით