პეპ გვარდიოლა "რეალის" ვარსკვლავში 150 მილიონს იხდის

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი / ტრანსფერები 10-აგვ, 15:479 Sportnews 3709 0






მიმდინარე ზაფხულს "მანჩესტერ სიტი" მართლაც მნიშვნელოვნად გაძლიერდა, გუნდმა უკვე იყიდა რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი , მაგრამ პეპ გვარდიოლას კიდევ სურს ახალი ფეხბურთელები.

ესპანელი სპეციალისტის სამიზნეში ამჯერად მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ვარსკვლავი ისკო მოხვდა, ესპანელმა ფეხბურთელმა უეფას სუპერ თასის შეხვედრაში თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა, ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

ინგლისური გუნდი მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო გადაიხადოს, ისინი უახლოეს მომავალში მიმართავენ "სამეფო გუნდს" ოფიციალური წინადადებით. ისკოს მიმდინარე კონტრაქტი "რეალთან" მომდევნო ზაფხულს ეწურება, მაგრამ ესპანელი კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

ისკო ბოლო დროს "რეალში" სათამაშო დროის ნაკლებობას არ უჩივის, მაგრამ "სამეფო გუნდში" ხშირად ხვდება როტაციაშია, გვარდიოლა კი მას ძირითადის განუყოფელ წევრობას პირდება. "სამეფო გუნდიც" არ აპირებს ფეხბურთელს შეელიოს, თუმცა წინადადება მართლაც მაცდურია.

აქვე იხილეთ შესანიშნავი ვიდეო ისკოზე



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018