ორი ვარიანტი: ვინ შეცვლის მოდრიჩს "ელ კლასიკოში"?

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები 11-აგვ, 10:379 Sportnews 1095 0






13 აგვისტოს საქართველოს დროით ღამის 12 საათზე ესპანეთის სუპერ თასის პირველ შეხვედრაში "კამპ ნოუზე" კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" შეხვდებიან. გულშემატკივარს მორიგი "ელ კლასიკო" ელოდება. "სამეფო გუნდს" დისკვალიფიკაციის გამო ლუკა მოდრიჩი დააკლდება.

ზინედინ ზიდანი ხორვატის შემცვლელად ორ ვარიანტს განიხილავს, თუ რონალდუ-ბეილი და ბენზემა ერთად მოგვევლინებიან სასტარტოში, მაშინ უნდა ვივარაუდოთ რომ უეფას სუპერ თასის შეხვედრისგან განსხვავებით ისკო ჩამოიწევს უკან და სწორედ ის ჩაანაცვლეს მოდრიჩს.

მეორე ვარიანტის თანახმად მოდრიჩის პოზიციაზე პირდაპირ ახალგაზრდა მატეო კოვაჩიჩი მოგვევლინება. ახალგაზრდა ხორვატმა ამხანაგურ "ელ კლასიკოში" თავი ბრწყინვალედ წარმოაჩიანა და ზიდანს დაანახა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დონის შეხვედრაში შეიძლება მასზე დაყრდნობა.


რას გადაწყვეტს ზიდანი კვირას ვიხილავთ, არსებობს ვარიანტი, რომ ისკომაც და კოვაჩიჩმაც ერთად ითამაშონ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში BBC-ს ვერ ვიხილავთ ძირითად შემადგენლობაში.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018