აირჩიეთ გუნდი:

პრემიერლიგა: 2 თამაში, 13 გოლი!



გუშინ, თბილისის დროით 22:45 საათზე, პრემიერლიგა ოფიციალურად დაიწყო. დღეს კი ტურნირის რიგით მე–2 შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს "უოტფორდი" და "ლივერპული" დაუპირისპირდა.

დღევანდელმა შეხვედრამ იმედები კვლავ გაამართლა, იმიტომ, რომ 6 გოლი ვიხილეთ. მატჩი, "არსენალი"–"ლესტერის" მსგავსად, დაძაბულ ტემპში მიმდინარეობდა, თუმცა გუნდებმა ქულები გაიყვეს.

პირველი გოლი იურგენ კლოპის გუნდს მე–8 წუთზე გაუტანეს, თუმცა მეინმა ანგარიშის გაათანაბრება მალევე მოახერხა. 32–ე წუთზე მასპინძლები კვლავ დაწინაურდნენ და ასეც დაამთავრეს პირველი ტაიმი.

მერსისაიდულმა გუნდმა მეორე ნახევარში, ფირმინიოს და სალაჰის წყალობით, დაწინაურებაც კი მოახერხა. თუმცა შეხვედრის მიწურულს, 93–ე წუთზე "უოტფორდის" ფეხბურთელმა ბრიტოსმა ანგარიში გაათანაბრა. საბოლოო ჯამში მატჩი 3–3 დასრულდა.

პრემიერლიგის 2 შეხვედრაში 13 გოლი გავიდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ინგლისში ფეხბურთი უმაღლეს დონეზეა.

 
Загрузка...
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

დღის სიახლეები

ოფიციალური გვერდი

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.