ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბევრი არასასიამოვნო შეტყობინება მიიღო. 20 წლის ფეხბურთელის განცხადებით, მას ძალიან უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში, მაგრამ ამ ეტაპზე ტრავმა ამის საშუალებას არ აძლევს.
"ბევრი არასასიამოვნო შეტყობინება მივიღე, რაც ძალიან გულსატკენია. ვინც კარგად მიცნობს, ყველამ იცის, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნის სახელით თამაშია და ის, რომ უბრალოდ არ ჩამოვდივარ, სრული აბსურდია ყველაფერზე მეტად ახლა ჩემი ქვეყნის გვერდით დგომა მინდა, მაგრამ სამწუხაროდ ტრამვა ამის საშუალებას არ მაძლევს. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია კრიტიკოსებისთვის: მადლობა, ეს უფრო ძლიერს მხდის! მადლობა გვერდში დგომისთვის", - დაწერა ფეისბუქში კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში მარტის შემდეგ არ უთამაშია, მას ივნისის სანაკრებო შეკრებაც ტრავმის გამო გაუცდა. ვილი სანიოლის გუნდი 2 და 5 სექტემბერს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კოსოვოს ბათუმში და ესპანეთს ბადახოსში შეხვდება, ხოლო 8 სექტემბერს, სოფიაში, ბულგარეთთან ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს.
"ბევრი არასასიამოვნო მესიჯი მივიღე" - როგორ უპასუხა ხვიჩა კვარაცხელიამ კრიტიკოსებს ?
გაზიარება
მოინახულეს 601-ჯერ
კომენტარები
25-04-2024 19:47
534
ვაჟა მარგველაშვილმა თურქი მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა! (ვიდეო)
ვრცლად
24-04-2024 10:32
202
"ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ“ - ზურა ხაჩიძე დავით კაჭარავაზე
ვრცლად
24-04-2024 09:05
346
ზურიკო დავითაშვილის მორიგი ბრწყინვალე გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)
ვრცლად
23-04-2024 12:49
932
ფონდი "ქართუს" ჯილდო ეროვნულ ნაკრებს
ვრცლად