ვენგერმა მაჰრეზის ტრანსფერზე ოფიციალური განცხადება გააკეთა!

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი / ტრანსფერები 12-აგვ, 23:089 manchester3 269 0





ლონდონის "არსენალისა" და "ლესტერ სიტის" მატჩის შემდეგ "მეთოფეების" თავკაცს არსენ ვენგერს რიად მაჰრეზის ტრანსფერის შესახებ ჰკითხეს. ლეგენდარულმა სპეციალისტმა კი ყველაფერი უარყო.

"ალჟირელი თავის პოზიციაზე ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. იგი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელიც ნებისმიერ გუნდს სჭირდება.

მიუხედავად ამისა, მასთან არანაირი კონტაქტი არ გვქონია. ყველაფერი რაც კი მაჰრეზისა და "არსენალის" შესახებ იწერება, ჭორია.

ჩვენ გვყავს უილშირი, ივობი და ოზილი. შესაბამისად მსგავსი ინტერესი დიდი ხანი არ გაგვიჩნდება"
, – აცხადებს არსენ ვენგერი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა