არის თუ არა მზად რონალდუ დღევანდელი "ელ კლასიკოსთვის"?- ზიდანის კომენტარი

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები 13-აგვ, 10:219 Sportnews 1263 0





დღეს 13 აგვისტოს საქართველოს დროით 23:55 სთ-ზე საფეხბურთო სამყაროს მორიგი "ელ კლასიკო" ელოდება, ესპანეთის სუპერ თასის ეგიდით პირველ შეხვედრაში "ნოუ კამპზე" ერთმანეთს "ბარსელონა" და "რეალი" დაუპირისპირდებიან.

განმეორებითი შეხვედრა უკვე 3 დღეში "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგება. მატჩის წინა კომენტარები გააკეთეს ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა. ზინედინ ზიდანს ჟურნალისტებმა კრიშტიანუ რონალდუს მდგომარეობაზე ჰკითხეს. მედიის წარმომადგენლებს აინტერესებდათ რამდენად მზად არის პორტუგალიელი დღევანდელი შეხვედრისთვის.

"კრიშტიანუ რონალდუ მზად არის, ის თავს შესანიშნავად გრძნობს , ის უკვე რამდენიმე დღეა რაც ჩვენთან იმყოფება, ვარჯიშობს სრული დატვირთვით და ფიზიკურადაც საკმაოდ კარგად გამოიყურება, მას აუცილებლად იხილავთ მოედანზე"-განაცხადა ზინედინ ზიდანმა.

ესპანელი ჟურნალისტებით ვარაუდით ზინედინ ზიდანი დღეს როტაციას მიმართავს, სავარაუდოა, რომ ისევე როგორც "მანჩესტერთან" რონალდუ დღესაც სათადარიგო სკამზე დარჩება და მეორე ტაიმში ცვლილებაზე გამოვა მოედანზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ დისკვალიფიკაციის გამო დღეს "რეალს" გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ლუკა მოდრიჩი დააკლდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა