დღის ახალი ამბები

როდის აღდგება ტრანსპორტის მუშაობა

როდის აღდგება ტრანსპორტის მუშაობა
15-08-2021, 17:20

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 4 სექტემბრიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.

"ამ ეტაპზე, ვირუსის საკმარისი კლება არ არის, რომ ამ საკითხზე დადებითი პასუხი გითხრათ", - განუცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, ქვეყანაში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.




გაზიარება
მოინახულეს 1 055-ჯერ
კომენტარები
რეკლამა