წლის ტრანსფერი!!! მბაპეს მომავალი გარკვეულია... 150 მილიონი!!!

წლის ტრანსფერი!!! მბაპეს მომავალი გარკვეულია... 150 მილიონი!!!

24-08-2017, 14:54

18 წლის ფრანგი ფეხბურთელი გახდება მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიაში.

მბაპეს გადასვლა ''პსჟ''ში ბოლო პერიოდში ყველაზე აქტუალური თემა იყო, და როგორც იქნა წყაროს თანახმად პარიზელებმა მიაღწიეს შეთანხმებას ''მონაკოსთან'' და ეს ტრანსფერი დიდი ალბათობით შედგება.

''მონაკო'' რამოდენიმე კვირა უარზე იყო, ისინი მბაპეს 150 მილიონის და 2 ''პსჟს'' ფეხბურთელის სანაცვლოდ არ უშვებდნენ, თუმცა ბოლოს შეთანხმება შედგა, ''მონაკო'' მიიღებს თავის კუთვნილ 150 მილიონ ევროს. პარიზელების ნახევარმცველს ლუკას მოურას და ფორვარდს გონსალო გუედეშს, ამ ფეხბურთელების ხილვა ''მონაკოს'' თავკაცს ძალიან სურს კლუბში. მბაპეს კონტრატქი პარიზულ კლუბში 5 სეზონზეა გათვლილი.

წყაროს თანახმად ეს ტრანსფერი ძალიან მალე განხორციელდება, დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები

წყარო: Le Parisien

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით