ლაშა ტალახაზე ''ნაიკის'' სახე გახდა!

სიახლეები / ვიდეო / ჭიდაობა 29-აგვ, 12:429 ZuChe 2310 0





ლაშა ტალახაძე და NIKE ოთხი წლით იმეგობრებენ!
NIKE-ს ოფიციალური პარტნიორის, კომპანია Athlete Performance Solutions-ს დახმარებით, ოლიმპიურ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონს ძალოსნობაში, ლაშა ტალახაძეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში შემოსავს სპორტული ამუნიციის მწარმოებელი გიგანტი NIKE. ლაშასთან კონტრაქტში ასევე შეტანილია ფინანსური ბონუსის პუნქტი, რომელიც ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების მოგების შემთხვევაში ამოქმედდება.
ლაშამ ახალ ამუნიციაში ფოტოსესია "გალერეა იტალიანაში" ჩაატარა.

ლაშა ტალახაძე: "მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ცდილობს ხელი შემიწყოს კარგი შედეგის დაფიქსირებაში, წინსვლაში. NIKE არის ხარისხი და იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება. მადლობას ვუხდი კომპანია Athlete Performance Solutions-ს ყურადღებისთვის. ამ კომპანიაში პროფესიონალები მუშაობენ."
უახლოეს მომავალში NIKE-ს ოჯახის წევრი და Athlete Performance Solutions-ის მეგობარი გახდება ჩვენი ნაკრების კაპიტანი ირაკლი თურმანიძე. წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია.

წყარო: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

ლაშა ტალახაზე ''ნაიკის'' სახე გახდა!



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა