Image

შვაინშტაიგერი კონტრაქტს გაახანგრძლივებს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 11-დეკ, 23:059 Sportnews 1718


მიუხენის "ბაიერნის" გერმანელი ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის თანახმადაც ის გუნდში 2016 წლამდე დარჩება.

ახლანდელი კონტრაქტი ბასტიან შვაინშტაიგერს 2012 წლამდე აკავშირებს და უამრავი საუბარი მიდიოდა, რომ შვაინშტაიგერი გუნდს, როგორც თავისუფალი აგენტი დატოვებდა მომავალ სეზონში, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა.

ბასტიან შვაინშტაიგერით დაინტერესებულნი იყვნენ ისეთი კლუბები, როგორიცაა მადრიდის "რეალი", მილანის "ინტერი" , "მანჩესტერი".

აქვე გეტყვით, რომ "ბაიერნმა" დღეს საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა სანკ პაული, გოლების ავტორები კი ალტინტოპი, ლამი და რიბერი არიან.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (145)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა