რა შემთხვევაში ითამაშებს საქართველოს ნაკრები 1/8 ფინალში?

სიახლეები / კალათბურთი / ევრობასკეტი 2017 / ქართული კალათბურთი 06-სექ, 11:039 Sportnews 6869 0






დღეს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურია B ჯგუფში, საქართველოს ნაკრები იტალიას დაუპირისიპირდება , ისრაელთან მოგებული თამაშის შემდეგ საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსები გაიზარდა, თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა.

თუ დღეს ჩვენ შევძელით იტალიის ნაკრების დამარცხება ყველანაირ ვარიანტში ვითამაშებთ 1/8 ფინალში და სავარაუდოდ ჯგუფში მესამე ადგილს დავიკავებთ, აი თუ დავმარცხდით, მაშინ სხვა თამაშის შედეგზე ვიქნებით დამოკიდებული, ამ შემთხვევაში ისრაელის ნაკრებმა უნდა დაამარცხოს უკრაინა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ასეთი ვარიანტის შემთხვევაში საქართველო პლეი-ოფში მეოთხე ადგილით გავა.

თუ ჩვენ დავმარცხდით და უკრაინამ ისრაელი დაამარცხა, მაშინ თანაბარი ქულების მიუხედავად მეოთხე ადგილს უკრაინა დაიკავებს, რადგან ურთიერთშეხვედრაში გვაჯობეს. იტალიასთან მატჩი 18:30 საათზე დაიწყება, ისრაელისა და უკრაინის დაპირისპირება კი 21:45 საათზე.

იხილეთ ჯგუფში არსებული მდგომარეობა >>> აქ



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018