შესაძლოა არგენტინა მუნდიალის გარეშე დარჩეს

შესაძლოა არგენტინა მუნდიალის გარეშე დარჩეს

6-09-2017, 11:20

როგორც იცით, გუშინ, მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა. ყველაზე რთული სიტუაცია სამხრეთ ამერიკაშია, სადაც ბრაზილიის გარდა არცერთ მათგანს არ აქვს გასვლა გარანტირებული. სატურნირო ცხრილი კი ასეთია:

1) ბრაზილია – 37 ქულა
2) ურუგვაი – 27 ქულა
3) კოლუმბია – 26 ქულა
4) პერუ – 24 ქულა

5) არგენტინა – 24 ქულა
6) ჩილე – 23 ქულა
7) პარაგვაი – 21 ქულა
8) ეკვადორი – 20 ქულა
9) ბოლივია – 13 ქულა
10) ვენესუელა– 8 ქულა

აქედან მხოლოდ 4 გუნდი გადის მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო მე–5 ადგილოსანი კი პლეი–ოფიდან ეცდება საგზურის მოპოვებას. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე 2 ტური დარჩა, სადაც არგენტინა პერუს და ეკვადორს დაუპირისპირდება. არ არის გამორიცხული მათ ჩილემ გადაასწროს, რომელიც ეკვადორს უმასპინძლებს, ხოლო ბოლო ტურში ბრაზილიას შეხვდება. ტიტეს გაწვრთნილი გუნდი პირველ ადგილზეა, ამიტომაც შესაძლებელია ქულები მარტივად დათმოს. ეს გუშინ კოლუმბიასთან შეხვედრაშიც კარგად გამოჩნდა.

ხორხე სამპაოლის გუნდს თუ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა სურს ბოლოს წინა ტურში პერუს დამარცხება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია არგენტინა მუნდიალის გარეშე დარჩეს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით