სიახლეები / კალათბურთი / ევრობასკეტი 2017 / ქართული კალათბურთი
საქართველო – იტალია... როგორია კოეფიციენტები?

საქართველოს ნაკრებმა "თელ ავივის" სავსე არენაზე ისრაელის ნაკრებს სძლია და ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყანა ჯგუფში ჩატოვა. ილიას ზუროსის გუნდს პლეი ოფში გასასვლელად დღეს იტალიის დამარცხება მართებს. "სკუადრა აძურასთან" მარცხის შემთხვევაში კი ისრაელზე ვიქნებით დამოკიდებულები, რომლებმაც უკრაინა უნდა დაამარცხონ.

შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე გაიმართება. აღნიშნულ მატჩში გამაჯრვება აუცილებელია, რადგან თუ ჯგუფში მე–3 ან მე–2 ადგილზე გავალთ, პლეი–ოფში შედარებით მარტივი მეტოქე შეგვხვდება.

ბუკმეიკერები ფავორიტად ეტორე მესინას გუნდს მიიჩნევენ. მათ გამარჯვებას bet365-ის აზრით 1.71 კოეფიციენტი აქვს, ხოლო ჩვენი გუნდის კი 2.20. იგივე სიტუაციაა ქართულ ტოტალიზატორებშიც.











კომენტარის დამატება