ბუფონი ისტორიული რეკორდის წინაშე დგას

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია / უცხოური ფეხბურთი 06-სექ, 16:519 manchester3 1469 0






იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი ისტორიული რეკორდის წინაშე დგას. მას ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული და 2018 წლის მუნდიალი შესაძლოა მისთვის მეექვსე გამოდგეს.

იტალიელები საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ესპანეთთან ერთად არიან, ამიტომ დიდია იმის ალბათობა, რომ ისინი მეორე ადგილზე გავიდნენ. ამ შემთხვევაში ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი პირდაპირ მოიპოვებს მუნდიალის საგზურს, ხოლო "სკუადრა აძურა" კი პლეი ოფიდან ეცდება გასვლას.

თუ ეს მოხდა ჯანლუიჯი ბუფონი საფეხბურთო ისტორიაში პირველი ფეხბურთელი იქნება, რომელსაც ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე ექნება მონაწილეობა მიღებული: 1998, 2002, 2006, 2010, 2014 და 2018 წლები.

აქვე გეტყვით, რომ ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშები აქვთ: ლოთარ მათეუსს, ანტონიო კარვახალს და ჯანლუიჯი ბუფონს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018