სიახლეები / კალათბურთი / ევრობასკეტი 2017 / ქართული კალათბურთი
ვის შეხვდება ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში საქართველო?!

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა იტალიის წინააღმდეგ დასანანი მარცხი განიცადა. ილიას ზუროსის გუნდმა შეხვედრა 71-69 დათმო და სატურნირო ცხრილში მე–4 ადგილზეა.

იმ შემთხვევაში თუ მასპინძელი ისრაელის ნაკრები უკრაინას დაამარცხებს პლეი ოფში მოვხვდებით და ჯგუფიდან გავალთ. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

უკრაინის წაგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები 1/8 ფინალში გავა, სადაც ჩვენი მეტოქე სლოვენია იქნება. მათ არცერთი შეხვედრა არ წაუგიათ და ტურნირის ერთ–ერთ ფავორიტებად მოიაზრებიან.

დაველოდოთ აღნიშნულ მატჩს...











კომენტარის დამატება