ედენ აზარი მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ასახელებს

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / უცხოური ფეხბურთი 07-სექ, 10:129 manchester3 3136 0





ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელმა ედენ აზარმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას პასუხი გასცა. ბელგიელმა თავდამსხმელმა მსოფლიოში საუკეთესო კლუბი დაასახელა.

"დღევანდელი სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ მსოფლიოში საუკეთესო კლუბი მადრიდის "რეალია". ზინედინ ზიდანის მოსვლის შემდეგ "სამეფო კლუბმა" ყველაფერი მოიგო სადაც კი მონაწილეობდა.

ფრანგი სპეციალისტი მართლაც, რომ გამორჩეული ადამიანია. დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთ ტიტულს მოიგებს.

ძალიან რთულია მათ წინააღმდეგ თამაში. ისინი დღითიდღე ძლიერდებიან და წარმატების მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ.

გადავიდოდი თუ არა სხვაგან?... მე ინგლისში თავს ბედნიერად ვგრძნობ და ვერ ვხედავ ტრანსფერის აუცილებლობას. ჩემი ოცნება "ჩელსისთან" ერთად წარმატებების მიღწევაა"
, – აცხადებს ედენ აზარი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა