UFC-ს ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი მსუბუქ წონაში, კონორ მაკგრეგორი საკუთარი სიყვარულის ისტორიას ასე იხსენებს:
„8 წელია ერთად ვართ. ურთიერთობის დასაწყისში დუბლინიდან 30 კილომეტრში ვცხოვრობდით ნაქირავებ ბინაში და 188 ევროს ოდენობის სოციალური დახმარება ჩვენი ერთადერთი შემოსავალი იყო.
სამსახური არ მქონდა, რადგან მთელ დროს სპორტდარბაზში ვატარებდი. მე მჯეროდა, რომ აუცილებლად გავხდებოდი ჩემპიონი და მასაც ყოველთვის სჯეროდა ამის.
ფინანსების უკმარისობის მიუხედავად ცდილობდა ჩემი კვების რაციონი სწორად შეერჩია და რეჟიმის დაცვაში დამხმარებოდა. დამყვებოდა ვარჯიშზე და მამხნევებდა.
ის ყოველთვის მეუბნებოდა „კონორ, მე ვიცი, შენ ყველაფერს შეძლებ!“
ახლა მე მილიონებს გამოვიმუშავებ, თავს ყველანაირი ავტომობილისა და ტანსაცმლის ყიდვის უფლება შემიძლია მივცე და ვიცი ის კიდევ უფრო მეტს იმსახურებს ჩემგან, რადგან დღემდე გვერდში მიდგას და ისევ მეუბნება, რომ მე ყველაფერს შევძლებ“
"ვცხოვრობდით ნაქირავებ ბინაში და სოციალური დახმარება ჩვენი ერთადერთი შემოსავალი იყო" - რა გავლენა იქონია კონორის ცოლმა მაკგრეგორის კარიერაზე ?
31-08-2021, 14:51
გაზიარება
მოინახულეს 648-ჯერ
კომენტარები
25-04-2024 19:47
23
ვაჟა მარგველაშვილმა თურქი მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა! (ვიდეო)
ვრცლად
24-04-2024 10:32
184
"ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ“ - ზურა ხაჩიძე დავით კაჭარავაზე
ვრცლად
24-04-2024 09:05
334
ზურიკო დავითაშვილის მორიგი ბრწყინვალე გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)
ვრცლად
23-04-2024 12:49
919
ფონდი "ქართუს" ჯილდო ეროვნულ ნაკრებს
ვრცლად