სასიამოვნო ინფორმაცია სერენა უილიამსის გულშემატკივართათვის

სასიამოვნო ინფორმაცია სერენა უილიამსის გულშემატკივართათვის

14-09-2017, 11:41

სერენა უილიამსმა სასიხარულო ინფორმაცია გააზიარა თავის "ინსტაგრამსა" და "ტვიტერის" გვერდებზე.

სერენა უილიამსს კიდევ ერთი წოდება მიენიჭა: "დედობა".

ოთხშაბათს, ჩოგბურთის ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში გააზიარა ინფორმაცია და თქვა, რომ მას გოგონა შეეძინა, სახელად ალექსის ოლიმპია ოჰანიანი.

უილიამსმა ეს ინფორმაცია "ინსტაგრამსა" და "ტვიტერზე" განათავსა. ატვირთულ ვიდეოში იგი ამბობდა, რომ "ბევრი სირთულისდა მიუხედავად, აქამდე წარმატებით მოაღწია მის გარშემომყოფებთან ერთად."

35 წლის უილიამსმა გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ დაინიშნა "Reddit"-ის თანადამფუძნებელ ალექსის ოჰანიანზე.

უილიამსმა ოთხშაბათს დაწერა, რომ ქალიშვილი პირველ სექტემბერს შეეძინათ და იგი 3 კილოგრამსა და 11 გრამს იწონის.

ამერიკელმა ჩოგბურთელმა 23-ე "დიდი მუზარადის" ტიტული მიმდინარე წლის იანვარში - "ავსტრალიის ღია პირველობაზე" მოახერხა და ამ დროს იგი უკვე ფეხმძიმედ იყო.

ამის შემდგომ სერენას აღარსად უასპარეზია, მაგრამ გეგმავს მომავალის წლის "ავსტრალიის ღია პირველობაზე" თამაშს. ტურნირი 15 იანვარს იწყება. ამერიკელს 4 თვენახევარი ექნება რეაბილიტაციისათვის.

აი, რას ამბობს პატრიკ მურათოღლუ - სერენა უილიამსის მწვრთნელი:

"თუ მზად იქნება ითამაშებს თუ არადა რა გაეწყობა, ვერ ითამაშებს. მე არ ვარ ექიმი. მე ვერ გადავწყვეტ იმას, თუ როდის იქნება ის მზად ვარჯიშისათვის. თუ საკმარისად ვივარჯიშებთ, მაშინ ის მზადაც იქნება და ითამაშებს." - განაცხადა მწვრთნელმა გასულ კვირას "ამერიკის ღია პირველობაზე."

"თუ სერენა მზად არ იქნება, მე არ მინდა რომ მან იასპარეზოს. მე ზუსტად ეს ვუთხარი მას, რომ მხოლოდ საკმარისი მომზადების შემთხვევაში სჯობს ითამაშოს. მე ყველაფერს გავაკეთებ მისთვის რომ ავსტრალიისათვის მზად იყოს. თუ მზად არ იქნება, რა თქმა უნდა არ ითამაშებს."

შვილის გაჩენის შემდგომ, რამდენიმე ჩოგბურთელი დაბრუნებულა ასპარეზობაში და საკმაოდ წარმატებითაც.

კიმ კლაისტერსმა, რომელმაც საკუთარი სახელი ჩაწერა ისტორიაში, "ამერიკის ღია პირველობა" მოიგო, სპორტიდან ოჯახის შექმნის მოტივაციით წავიდა, მაგრამ 2009 წელს დაუბრუნდა ჩოგბურთს და "დიდი მუზარადის" კიდევ 3 ტიტულის მოგება მოახერხა. მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირველი ჩოგბურთელი და "დიდი მუზარადის" ტურნირის ჩემპიონი ვიქტორია აზარენკა წელს ტურში დაბრუნდა, მას შემდგომ რაც ვაჟი შეეძინა. სამწუხაროა, რომ ვიკამ "ამერიკის ღია პირველობა" გამოტოვა ბავშვთან დაკავშირებული დავის გამო.

ვენუს უილიამსის მიერ მოგებული 23 "დიდი მუზარადის" ტურნირი უპრეცენდენტოა პროფესიონალურ ეპოქაში, რომელიც 1968 წელს დაიწყო. წელს მოგებული "დიდი მუზარადის" ტურნირით, უილიამსი შტეფი გრაფს გაუთანაბრდა აღნიშნული მაჩვენებლით. მხოლოდ ერთ ჩოგბურთელ ქალს - მარგარეტ სმიტ კორტს გააჩნია 24 "დიდი მუზარადის" ტიტული.

როცა რეპორტიორმა ესპანელ ჩოგბურთელს ეს ამბავი შეატყობინამ, აღნიშნულის შესახებ გარბინე მუგურუზამაც გამოთქვა სახალისო მოსაზრება:

"გოგონაა? ვიმედოვნებ, რომ ისიც ჩოგბურთს არ ითამაშებს"...

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით