Image

ზინედინ ზიდანის მატჩის შემდგომი კომენტარი რამოსისა და ბეილის შესახებ

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ჩემპიონთა ლიგა 14-სექ, 12:239 GioToServe 1906


















ზიდანმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მოსაზრება სერხიო რამოსის შესახებ.

"ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე, მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა "აპოელის" კარში საკმაოდ ლამაზი გოლი გაიტანა. "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ასევე შეეხო გარეტ ბეილის ამჟამინდელ მდგომარეობას.

"მე არ შემეძლო ამგვარი გოლების გატანა. ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ რჩეულებს ძალუძთ. ჩვეულებრივ, სერხიო რამოსს თავით გააქვს ხოლმე გოლი მოწინააღმდეგის კარში. ის დარტყმა კი, რომელიც მან შეასრულა ცოტათი უჩვეულოც კი იყო," - ციტირებს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს "Marca."

რაც შეეხება გარეტ ბეილს, ზიდანმა დადებითი ტენდენცია გამოხატა: "მე არ ვფიქრობ, რომ "რეალის" გულშემატკივრები სტადიონზე იმისთვის მოდიან ბეილს დაუსტვინონ. განურჩევლად იმისა, თუ რა ხდება მოედანზე. ბოლოს და ბოლოს კვლავ დავიწყეთ ნამდვილი ბეილის ხილვა. ტრავმისა და 4 თვიანი რეაბილიტაციის შემდგომ, მიახლოებით იგივე დროა საჭირო იმისათვის, რომ სრულიად გამოჯანმრთელდეს და საუკეთესო ფორმას დაუბრუნდეს. ვფიქრობ, რომ საუკეთესო ბეილს მალე ვიხილავთ. მე კმაყოფილი ვარ "აპელთან" მისი პერფორმანსით. მან საგოლე გადაცემაც გააკეთა."

საბოლოოდ, "რეალმა" 3:0 ანგარიშით დაამარცხა "აპოელი". რამოსის გოლის გარდა, თავი იჩინა კრიშტიანუ რონალდომ, რომელმაც დუბლი შეასრულა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (172)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა