რონალდუმ ლეო მესის კიდევ ერთი რეკორდი დაამხო

სიახლეები / ფეხბურთი / ჩემპიონთა ლიგა 14-სექ, 13:369 GioToServe 1918 0






პორტუგალიელმა მორიგი რეკორდი დაამყარა.

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ "ჩემპიონთა ლიგაზე" გატანილი პენალტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა.

პირველი ტურის ჯგუფურ შეხვედრაში, "აპოელის" წინააღმდეგ, 51-ე წუთზე რონალდუმ პენალტის რეალიზება მოახდინა და მას "ჩემპიონთა ლიგაზე" უკვე 12 გოლი აქვს გატანილი 11 მეტრიანის ხაზიდან. აღნიშნული მაჩვენებლით, პორტუგალიელმა უკან ჩამოიტოვა ლიონელ მესი, რომელსაც 11 გოლი აქვს პენალტიდან გატანილი.

ტურნირის "ბომბარდირიც" რონალდუა და 107 გატანილი გოლით ლიდერობს. მას მოყვება ლიონელ მესი, რომელსაც 96 გოლი აქვს გატანილი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018