ისკოს მომავალი ოფიციალურად გარკვეულია!

ისკოს მომავალი ოფიციალურად გარკვეულია!

14-09-2017, 18:23

მადრიდის "რეალის" შემტევმა ნახევარმცველმა ესპანურ კლუბთან ახალ შეთანხმებას მიაღწია.

გუშინ, მადრიდის "რეალმა" ოფიციალურად დაადასტურა მარსელოსთან გაფორმებული ახალი ხელშეკრულების სინამდვილე - ფეხბურთელის კონტრაქტი 2022 წლამდე გაგრძელდა, დღეს კი ისკოს ჯერი დადგა.

შემტევი ნახევარმცველის კონტრაქტი ოფიციალურად მომავალი წლის ზაფხულში იწურებოდა, მაგრამ მადრიდის "რეალთან" ისკომ 4 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და ფეხბურთელი მარსელოს მსგავსად მინიმუმ 2022 წლამდე ითამაშებს ესპანურ კლუბში.

ისკო მადრიდის "რეალს" 2013-2014 წლებში შეუერთდა. მან 197 მატჩი ჩაატარა კლუბთან ერთად, 34 გოლი გაიტანა და 46 საგოლე გადაცემა გააკეთა. სამეფო კლუბთან ერთად ისკოს 3 "ევროპის თასი", 1 "ლიგა", 3 "ევროპის სუპერ თასი", 2 "მსოფლიო საკლუბო თასი", 1 "კოპა დელ რეი" და 1 "ესპანეთის სუპერ თასი" აქვს მოგებული.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით