რამდენი მილიონი გამოიმუშავა მადრიდის "რეალმა" გასულ სეზონში?

რამდენი მილიონი გამოიმუშავა მადრიდის

15-09-2017, 17:35

მადრიდის "რეალმა" ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა დადასტურებული ფინანსური ანგარიში, რომელიც 2016-2017 წლის სეზონის მიხედვითაა გამოთვლილი.

გასულ სეზონში ესპანურმა კლუბმა 674,6 მილიონი ევრო გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი 8,8%-ით აღემატება 2015-2016 წლებში გამომუშავებულ თანხას, რომელიც 620,1 მილიონ ევროს შეადგენდა.

ყველანაირი გადასახადის გასტუმრების შემდგომ, კლუბის წმინდა მოგება იყო 21,4 მილიონ ევრო.

რაც შეეხება უარყოფით ბალანსს, "რეალს" მაინც დარჩა ვალები, რომელიც 10,3 მილიონ ევროს შეადგენს.

გასულ წელს სამეფო კლუბმა მოიგო "ლა ლიგა", "ჩემპიონთა ლიგა", "უეფას სუპერთასი" და "მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი."

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით